1. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის შენახვის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევა, ან სასიგნალო იარაღის ტარების წესის დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში დარღვევა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა −

გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025