ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში.
გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა.
1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, აგრეთვე სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
12.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;
დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;
ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს.
ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია;
თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი;
კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა;
ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
მთავარი მონაცემები
ვადა10 სამუშაო დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 17.12.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
წინა რედაქცია (09.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 31. იარაღის მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი 1. იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას/ვაზნას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით/ვაზნით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს კომპენსაცია იარაღის რეკვიზიციის ან ჩაბარების შემთხვევაში. გ) უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე შეიძინოს მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ან გაზის (აირის) იარაღიდან გასროლისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, აგრეთვე სასიგნალო იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნა. 1 1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვთ, კუთვნილი, რეგისტრირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან სამეცნიერო ნადირობის მიზნით, აგრეთვე სასიგნალო იარაღი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების მიზნით, დროებით (მაგრამ არაუმეტეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადისა) სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ცეცხლსასროლი იარაღის ფიზიკური პირებისთვის სარგებლობაში გადაცემის წესი და პირობები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 12. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, აქვს უფლება, მის საკუთრებაში არსებული, რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის იარაღის დროებითი სარგებლობის უფლებით გადაცემის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. 2. იარაღის მესაკუთრე ვალდებულია: ა) ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები; დ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა; ე) უზრუნველყოს იარაღის შენახვის ადგილებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პოლიციელის ან/და სხვა უფლებამოსილი პირის დაშვება და მისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა ორგანოებს. ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია; თ) დაიცვას იარაღის შენახვის, გამოყენების, გადატანა-გადაზიდვის და გადაგზავნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისთვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი; კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; კ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე განახორციელოს ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, აგრეთვე გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარება, შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ლ) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4138 - სსმ I, №76, 29.12.2010 წ., მუხ.511
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №2კ-890აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.03.2024
იარაღის მესაკუთრეს უფლება აქვს, მათ შორის, ფლობდეს და განკარგავდეს იარაღსა და საბრძოლო მასალას, სარგებლობდეს იარაღითა და საბრძოლო მასალით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იარაღის ტარების შეზღუდვის გათვალისწინებით (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ა“ ქვეპუნქტი); იარაღის მესაკუთრე/მოსარგებლე ვალდებულია უზრუნველყოს, მათ შორის, საბრძოლო მასალის დაცვა (,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის,,დ“ ქვეპუნქტი;
საქმე №2კ-900აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.02.2022
…ფლობით, რომელიც ადასტურებს სამკვიდრო მასაში სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფი გლუვლულიანი სანადირო თოფების ფლობას, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. იხ. ტ.2, ს.ფ. 142-145). 16. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იარაღის მესაკუთრეს ავალდებულებს რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, ხოლო…
საქმე №2კ-76კოლ.-04 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.06.2004
…“მაკაროვის” სისტემის ¹-- პისტოლეტი, დადო სამუშაო ოთახში რკინის სეიფის თავზე და იქ მყოფ თანამშრომლებს _ ზ.გ-ას, ზ.ც-სა და გ.გ-ნს სთხოვა, ყურადღება მიექციათ იარაღისათვის, თვითონ კი ოთახიდან გავიდა. აღნიშნულით ზ.კ-მა დაარღვია “იარაღის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რომლის შესაბამისად, იარაღის მესაკუთრე ვალდებულია, უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალების საიმედო დაცვა.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“, მუხლი 31, №2264, 08.05.2003, სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.05.001.001.275 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/14944/muxli-31/