1. იარაღის დამამზადებელს უფლება აქვს:

ა) მიიღოს დამზადებული იარაღის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ბ) დაამზადოს იარაღი მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

გ) განახორციელოს იარაღის რეალიზაცია მიღებული ლიცენზიის შესაბამისად;

დ) დადგენილი წესით მოახდინოს იარაღის კონსტრუქციული დამუშავება.

2. იარაღის დამამზადებელი ვალდებულია:

ა) ჩაატაროს დამზადებული იარაღის გამოცდა და უზრუნველყოს იარაღის სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობა;

ბ) დამზადებულ იარაღზე აღნიშნოს სააღრიცხვო ნომრები და მარკირებისათვის საჭირო ნიშნები;

გ) აწარმოოს დამზადებული იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის აღრიცხვა;

დ) უზრუნველყოს დამზადებული იარაღის, სათადარიგო ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025