1. იარაღით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეინახოს და ატაროს იარაღი.

2. იარაღით მოსარგებლე ვალდებულია:

ა) გამოიყენოს იარაღი მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დანიშნულებისამებრ;

ბ) დაიცვას იარაღის ბრუნვის წესები;

გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა;

დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;

ე) პოლიციელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და სასიგნალო იარაღი.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025