თავი VI — იარაღის დამამზადებლისა და მესაკუთრის, იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით.
2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით;
ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 04.04.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 04.04.2025 კანონი №448
- 31.05.2023 კანონი №3100
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 321. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები 1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით. 2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია: ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით; ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები; გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა. [გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] თავი VII იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვისდარღვევისათვ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — იარაღის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 14, 03/06/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება