1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში − დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება −

გამოიწვევს ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 1 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ, ან შემდეგ იმავე ქმედების ყოველი მომდევნო ჩადენა −

გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას − 3 000 ლარის ოდენობით.

შენიშვნა: პირი ვალდებულია შეწყვიტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მფლობელობაში არსებული ობიექტიდან 100 მეტრის რადიუსში −  დასახლებულ ზონაში, ხოლო 300 მეტრის რადიუსში − დაუსახლებელ ზონაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად ნებისმიერი საქმიანობის (მათ შორის, სამშენებლო საქმიანობის) განხორციელება.

საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023