1. კომისია ვალდებულია, დეკლარაციების შერჩევის უფლებამოსილება განახორციელოს საჯარო ინტერესის შესაბამისად და ამ ინსტრუქციით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით.

2. კომისიის წევრთა შორის იმგვარი შეუთანხმებლობისას, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ამ ინსტრუქციის     მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დეკლარაციების შერჩევის შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება, რის შესახებაც ინფორმაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმსა და საქმიანობის ანგარიშში.

3. თუ კომისიის წევრთა შორის შეუძლებელია შეთანხმება დეკლარაციათა შერჩევისას,  ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი რაოდენობის ფარგლებში გამოვლინდება მხოლოდ ის დეკლარაციები, რომლებზეც კომისია მიაღწევს შეთანხმებას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიღწეული შეთანხმებისა და მისი შედეგის, ასევე შეუთანხმებლობის მიზეზების შესახებ ინფორმაცია აისახება კომისიის სხდომის ოქმსა და საქმიანობის ანგარიშშ