1. კომისია პირველივე სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან წევრთა ხმების უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს. კომისიის ყოველ სხდომაზე შედგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია კომისიის სხდომის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ. კომისიის სხდომის ოქმს ადგენს მდივანი და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები.
2. კომისიის სხდომის ოქმი საჯაროა და ქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კომისიის სხდომათა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კომისიის სხდომას არ ესწრება თავმჯდომარე, კომისია დამსწრე წევრთა უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.
4. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის/სხდომის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია:
ა) საქმიანობის პროცესში მოსთხოვოს ბიუროს ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებულისა), რომელიც აუცილებელია მის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) დასვას შეკითხვები და მოითხოვოს ზეპირი ან/და წერილობითი განმარტება ბიუროს/მისი უფლებამოსილი პირისაგან;
გ) ღიად და საჯაროდ განაცხადოს მის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევის ან ჩარევის მცდელობისას და მოითხოვოს მისი აღკვეთა.
6. კომისია ვალდებულია:
ა) ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ობიექტურად, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვით, განახორციელოს კომისიის უფლებამოსილება;
ბ) ყოველი სხდომის დროს აწარმოოს ოქმი სხდომის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ და დადგენილი წესით წარუდგინოს იგი ბიუროს უფროსს, კომისიის საქმიანობის ანგარიშთან ერთად;
გ) უპასუხოს ბიუროს უფროსის/მის მიერ უფლებამოსილი პირის შეკითხვებს კომისიის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე და საჭიროებისას წარადგინოს შესაბამისი განმარტებები.
7. კომისია ყოველი წლის 15 იანვრამდე ამზადებს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს, რომელიც პროაქტიულად ქვეყნდება ბიუროს ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. კომისია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ვალდებულია, უპასუხოს ნებისმიერი დაინტერესებული პირის შეკითხვას, მისცეს განმარტებები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
9. კომისიას უფლებამოსილება უწყდება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე.
10. კომისიის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და პროცედურების დარღვევის შემთხვევაში, მიმდინარე წლის განმავლობაში არ განხორციელდება კომისიის მიერ შესარჩევი დეკლარაციების მონიტორინგი.
დეკლარაციების გამოვლენა მონიტორინგისათვ