1. წლიური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.csb.gov.ge), ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე არანაკლებ 3 კვირით ადრე, ქვეყნდება ინფორმაცია კომისიის შექმნისა და კომისიაში გაწევრების პირობების შესახებ.

2. კომისიის ფორმირება ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისაგან. კომისიის შემადგენლობაში ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთი წევრით, რომელიც არის იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი/მართვის ორგანოს წევრი ან ორგანიზაციის მიერ  სპეციალურად უფლებამოსილი პირი.

3.  არასამთავრობო ორგანიზაცია შერჩევიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ბიუროს წარუდგენს ინფორმაციასა და მონაცემებს კომისიაში მისი წარმომადგენლის შესახებ.

4. კომისიის წევრობა, მის საქმიანობაში მონაწილეობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად სამუშაოს და ემსახურება სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობისა და „კარგი მმართველობის“ განხორციელების  მიზანს.

5.  არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებამოსილია წარმომადგენელი ჰყავდეს კომისიაში იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით რეგისტრაციის მომენტიდან გასულია არანაკლებ      5 წელი;

ბ) აქვს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც შესაძლებელია მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;

გ) მის მიერ დაფუძნების მომენტიდან განხორციელებული პროექტები/პროგრამები/საქმიანობა მოიცავს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების  მონიტორინგის/შემოწმების კომპონენტებს;

დ) მის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწარმოება/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

6. არასამთავრობო ორგანიზაციისა და აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი:

ა) რომელიც არ არის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;

ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) აკადემიური წრის წარმომადგენლის შემთხვევაში, ასევე აუცილებელია არსებობდეს მის მიერ განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავს ანტიკორუფციულ საკითხებს.

7. ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად  არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ  2-ჯერ.

8. კომისიის წევრი  არ შეიძლება იყოს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.

9. კომისიის წევრი ვალდებულია საქმიანობის პროცესში იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების პრინციპით და ხელი შეუწყოს კომისიის მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი, მონიტორინგის მიზნის შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში, კომისიის წევრმა აღნიშნულის შესახებ  დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომისიას.

10. ამ მუხლის  მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტებში მითითებულ პირობებთან შესაბამისობის ფაქტს  კომისიის წევრობის კანდიდატი ადასტურებს განცხადების ელექტრონულად წარდგენის ეტაპზე, ბიუროს ოფიციალური ვებგვერდის (www.csb.gov.ge) მეშვეობით. პირობებთან შესაბამისობის შესახებ ბიუროსთვის წარდგენილი ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის წევრობის კანდიდატს. ბიურო ამოწმებს  კომისიის წევრობის კანდიდატისა და სათანადო არასამთავრობო ორგანიზაციის შესაბამისობას ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან და შეუსაბამობის შემთხვევაში, უარს აცხადებს კანდიდატის კომისიის წევრად მიღებაზე.

11. კომისიაში გაწევრების მიზნით, განცხადების 3-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის და 2-ზე მეტი აკადემიური წრის წარმომადგენლის მიერ წარდგენის შემთხვევაში, ბიურო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩევს 3 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 2 აკადემიური წრის წარმომადგენელს.

12. კომისია იქმნება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანები