1. მონიტორინგის პროცესში ბიუროსა და შესაბამისი თანამდებობის პირის ურთიერთობა ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპს, რომლის ფარგლებშიც თანამდებობის პირი უფლებამოსილია:
ა) დაიცვას საკუთარი უფლება და კანონიერი ინტერესი უშუალოდ ან თავისი წარმომადგენლის მეშვეობით;
ბ) გაეცნოს მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას მონიტორინგის მიმდინარეობისას;
გ) მიმართოს ბიუროს ან/და კომისიას შეკითხვით და მოითხოვოს შესაბამისი განმარტება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს მონიტორინგის შედეგების საფუძველზე მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
2. თანამდებობის პირი ვალდებულია:
ა) ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს ბიუროს ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
ბ) წარადგინოს შესაბამისი წერილობითი განმარტება, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
გ) არ ჩაერიოს მონიტორინგის პროცესში და თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონიტორინგის შედეგზე.
კომის