1. მონიტორინგის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ბიურო.
2. ბიურო უფლებამოსილია:
ა) დეკლარაციების შერჩევისა და მონიტორინგის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს საჯარო დაწესებულებისაგან, თანამდებობის პირისაგან შესაბამისი ინფორმაცია მონიტორინგის მიზნებიდან გამომდინარე;
ბ) მიმართოს შეკითხვითა და ზეპირი ან/და წერილობითი განმარტების წარდგენის მოთხოვნით კომისიას, კომისიის ნებისმიერ წევრს, თანამდებობის პირს;
გ) ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მიღების ნებისმიერი შეფერხებისას, მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დახმარების თხოვნით;
დ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებაში ნებისმიერი ხასიათის სამართალდარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ღონისძიებებს;
ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები.
3. ბიურო ვალდებულია:
ა) არ დაუშვას კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა მონიტორინგის პროცესში და წარმართოს იგი ობიექტურობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და კონფიდენციალობის პრინციპების დაცვით;
ბ) სრულად და დაუბრკოლებლად მიაწოდოს კომისიას მასთან დაცული ინფორმაცია, დეკლარაციების ობიექტური და რელევანტური შერჩევის მიზნით;
გ) განახორციელოს მონიტორინგის პროცესის მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა;
დ) მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მიიღოს ამ ინსტრუქციის მე-20 – 21-ე მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები;
ე) უზრუნველყოს წლიური მონიტორინგის შედეგების საჯაროობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) განიხილოს მონიტორინგის ანგარიშის შესახებ ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი განცხადება და მოახდინოს მასზე რეაგირება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციით დაკისრებული სხვა ვალდებულებებ