1. დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების საფუძველია:
ა) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ დეკლარაციების შემთხვევითი შერჩევა;
ბ) დასაბუთებული წერილობითი განცხადება;
გ) დამოუკიდებელი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის 181 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით დეკლარაციების შერჩევა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა, წლიური მონიტორინგის ფარგლებში, თითოეული პუნქტის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს.
3. მონიტორინგს ექვემდებარება იმ პირის დეკლარაცია, რომელიც შერჩევის მომენტისათვის წარმოადგენს თანამდებობის პირს ან მისი გათავისუფლების მომენტიდან არ გასულა ერთ წელზე მეტ