1. კომისიის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება იწყება ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.csb.gov.ge) კომისიის წევრად მიღების წესისა და პირობების გამოქვეყნების მომენტიდან.
2. თუ კომისიაში გაწევრების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ, ბიუროს უფროსის მიერ დადგენილ თარიღამდე ბიუროს არ წარედგინება განცხადება ან არასამთავრობო ორგანიზაციის შემთხვევაში 3-ზე ნაკლები, ხოლო აკადემიური წრეების შემთხვევაში 2-ზე ნაკლები კანდიდატი განაცხადებს კომისიაში გაწევრებაზე, ბიურო უფლებამოსილია, განსაზღვროს განაცხადების წარდგენის დამატებითი ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 დღეს. თუ ბიუროს მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში არ მოხდა განცხადების წარდგენა ან წარდგენილი განცხადებები იქნება ამ პუნქტით გათვალისწინებულზე ნაკლები, კომისია არ შეიქმნება.
3. წლიური მონიტორინგის ფარგლებში, კომისიის შექმნის მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ბიურო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესი