დეკლარაციის მონიტორინგის მიზნებისთვის ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი  მნიშვნელობა:

ა) დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემა – ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც თანამდებობის პირი წარადგენს დეკლარაციას;

ბ) დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ბიუროს ელექტრონულად მიეწოდება ინფორმაცია ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული მონაცემების შესახებ და რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგისათვის დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას;

გ) შემთხვევითი შერჩევა – შერჩევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შერჩევის თანაბარი ალბათობის პრინციპის საფუძველზე გამოვლინდება კონკრეტული რაოდენობის დეკლარაციები;

დ) ოჯახის წევრი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოჯახის წევრი;

ე) ახლო ნათესავი – „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ნათესავი;

ვ) მონიტორინგი – ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული დეკლარაციების შერჩევისა და მათი შემოწმების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების ერთობლიობა;

ზ) დეკლარაციების შემოწმება – ადმინისტრაციული წარმოება დეკლარაციის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნი