1.  კომისია მონიტორინგისათვის დეკლარაციებს შეარჩევს ყოველი წლის 15 იანვრამდე.

2. კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-ს, საიდანაც 1/2 შეირჩევა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა დეკლარაციებიდან, ხოლო 1/2  – განსაკუთრებული ფაქტორების: განსაკუთრებული კორუფციული რისკის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებითა და თითოეული შერჩეული დეკლარანტის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ფაქტორების შესაბამისი დასაბუთებით, რომელიც აისახება სხდომის ოქმში.

3. თითოეული შესამოწმებელი დეკლარაციის შერჩევას კომისია ახდენს სხდომაზე, ამ ინსტრუქციის  მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ხმათა რაოდენობით.

4. კომისიის მიერ შერჩეული დეკლარაციებისა და შესაბამისი თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.csb.gov.ge, კომისიის საქმიანობის ანგარიშის ბიუროსთვის წარდგენიდან  არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის