1. დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში მითითებული  მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებით, ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემთა ბაზებში არსებულ მონაცემებთან შედარებისა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის გამოკვლევის გზით.

2. შემოწმებას ექვემდებარება თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი ბოლო დეკლარაცია, ხოლო დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული  წინა დეკლარაციები გამოიყენება მასში ასახული მონაცემების ბოლო დეკლარირებულ მონაცემებთან შედარების მიზნით.

3. ბიუროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება იწყება ამ ინსტრუქციის მე-11-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული წესით გამოვლენილი დეკლარაციების შემოწმების დაწყების თაობაზე ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით, ხოლო დასაბუთებული წერილობითი განცხადების შემთხვევაში, ბიუროს მიერ მისი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან.

4. ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, წლიური მონიტორინგის ფარგლებში,  შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ გამოვლენილი და დასაბუთებული განცხადებით მოთხოვნილი თანამდებობის პირთა დეკლარაციები.

5. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასებისათვის ბიურო მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.

6. თანამდებობის პირის მიერ ბიუროსთვის წარდგენილი ან/და ადმინისტრაციული წარმოებისას მოპოვებული სხვა წერილობითი ინფორმაციის სრული და ობიექტური გამოკვლევის მიზნით, ბიურო, საჭიროების შემთხვევაში,  უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16-მე-19 მუხლებით გათვალისწინებული წესით, დახმარების  თხოვნით მიმართოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.

7. დეკლარაციის მონიტორინგის პერიოდი (გრაფიკი) განისაზღვრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზ