1. დეკლარაციის მონიტორინგის პროცესში, ბიუროს მიერ პირის ქმედებაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების არსებობის შემთხვევაში, ბიურო  შესაბამის დეკლარაციასა და წარმოების მასალებს შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი წარმოების მასალები სამართალდამცავ ორგანოს არ ეგზავნება იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა, რომ გამოვლენილი უზუსტობა გამოწვეულია ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომი