1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ წარმოების დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში, ბიურო აცნობებს დაინტერესებულ მხარეს – იმ თანამდებობის პირს, რომლის დეკლარაციაც ექვემდებარება შემოწმებას.

2. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობასთან ერთად, ბიურო თანამდებობის პირს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარსადგენად, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა. აღნიშნული ვადა, თანამდებობის პირის მიერ ინფორმაციის/დოკუმენტაციის განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზის დასაბუთების შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთხელ,  10 სამუშაო დღის ვადით.

3. დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჭიროების გამოვლენისას, ბიურო უფლებამოსილია, განმეორებით მიმართოს თანამდებობის პირს მისი წარდგენის მოთხოვნით.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის განსაზღვრის წესი გამოიყენება აგრეთვე ინფორმაციის/დოკუმენტაციის განმეორებით მოთხოვნისას, თანამდებობის პირის მიერ შესაბამისი დასაბუთების წარდგენის საფუძველზე.

4. თუ თანამდებობის პირი ბიუროს წარუდგენს განცხადებას და შესაბამის მტკიცებულებებს იმის თაობაზე, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია საჭიროებს უცხო ქვეყნიდან გამოთხოვას,  ბიუროს მიერ მათ წარსადგენად განისაზღვრება გონივრული ვადა.

5. ამ მუხლით დადგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადები ასევე ვრცელდება დასაბუთებული წერილობითი განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების მიმართ.

6. მონიტორინგის პროცესში თანამდებობის პირის დეკლარაციაში უზუსტობის, ინფორმაციის არასრულად წარდგენის ან/და სხვა სახის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბიურო აცნობებს შესაბამის პირს დარღვევისა და მისი შინაარსის შესახებ და განუსაზღვრავს მას საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადას.

7. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის თანამდებობის პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, დოკუმენტაციის წარსადგენად განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 3 სამუშაო დღეში, ბიურო აღნიშნულის შესახებ ამზადებს დასკვნას და იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-20-21 -ე მუხლების შესაბამისა