1. მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დასკვნის საფუძველზე, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მონიტორინგის შედეგების თაობაზე.

2. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, მონიტორინგის შედეგების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მიანიჭოს მის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. ბიუროს გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას და საჩივრდება  ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის დადგენილი წესით.

4. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, ბიუროს უფროსი/შესაბამისი უფლებამოსილი პირი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ;

ბ) დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დეკლარაცია უარყოფითად ფასდება ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული ან/და არასწორი მონაცემების შეტანის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“  საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენისას.

6. დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თანამდებობის პირი ჯარიმდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რის შესახებაც ბიუროს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – განკარგულებას.

7. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ბიუროსთვის წარდგენის მომენტიდა