1. თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების მოპოვებისა და დამუშავებისათვის, ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე – www.declaration.gov.ge განთავსებულია დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
2. სისტემა მოიცავს ინფორმაციას ყველა საჯარო დაწესებულების დასახელებისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ თანამდებობების პირებს.
3. ქონებრივი მდგომარეობის შესახებ თანამდებობის პირის მიერ დეკლარირებული მონაცემების სისრულისა და სიზუსტის შემოწმებისათვის საჭირო მონაცემების მოძიებას სისტემა უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული მონაცემთა ბაზებიდან, კერძოდ:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით იდენტიფიცირდება თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი – სახელის, გვარის, პირადი თერთმეტნიშნა ნომრის, დაბადების თარიღის მეშვეობით, ასევე მონაცემები მის მიერ დეკლარაციაში მითითებული რეგისტრაციისა და ფაქტობრივ მისამართებზე რეგისტრირებული პირების შესახებ;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით ელექტრონული სისტემა ადგენს ინფორმაციას:
ბ.ა) იმ უძრავი ქონების შესახებ, რომელზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრების უფლება;
ბ.ბ) იმ საწარმოს, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ, რომელიც დაფუძნებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის წილობრივი მონაწილეობით ან/და რომლის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს/მართვის ორგანოს წევრს წარმოადგენს თანამდებობის პირი/მისი ოჯახის წევრი;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნოტარიუსთა პალატის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით სისტემა ადგენს ინფორმაციას თანამდებობის პირის/ოჯახის წევრის მიერ დეკლარირების პერიოდში დადებული გარიგებების შესახებ;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ სატრანსპორტო საშუალებისა და იარაღის შესახებ, რომლებზეც რეგისტრირებულია თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის საკუთრების უფლება;
ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – გადასახადის გადამხდელთა განაცემების შესახებ ინფორმაციის, ასევე წლიური საშემოსავლო დეკლარაციების მიხედვით თანამდებობის პირის/მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული ფინანსური სარგებლის/შემოსავლის შესახებ;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით – იმ საწარმოთა შესახებ, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თანამდებობის პირთან/მის ახლო ნათესავთან/ოჯახის წევრთან დეკლარაციის წარდგენის კალენდარული წლის პერიოდისათვი