1. მონიტორინგის შედეგების თაობაზე დასკვნას ამზადებს და ბიუროს უფროსს წარუდგენს მონიტორინგის განხორციელებაზე უფლებამოსილი ბიუროს  სტრუქტურული ქვედანაყოფი, არა უგვიანეს მონიტორინგის განხორციელების კალენდარული წლის  10 დეკემბრისა.

2. დასაბუთებული წერილობითი განცხადების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირს ეცნობება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია  ამავდროულად აისახება მონიტორინგის შედეგების თაობაზე მომზადებულ დასკვნაში.

3. მონიტორინგის შედეგები ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ბიუროს მიერ  ქვეყნდება პროაქტიულა