1. დეკლარაციების შემთხვევით შერჩევას უზრუნველყოფს დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემიდან, ბიუროს უფლებამოსილი პირების თანდასწრებით, რის შესახებაც შედგება ოქმი.

2.  ყოველი წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა ბიურო, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოავლენს შესამოწმებელ დეკლარაციებს.

3. თუ 15 თებერვალი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, შერჩევა განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.

4.  დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად მომზადებული ელექტრონული ფაილი, შერჩეული მონაცემებისა და მისი მომზადების თარიღის მითითებით, თან ერთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმს.

5. დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის შედეგად იმ დეკლარაციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც უკვე შერჩეულია კომისიის მიერ, დეკლარაციების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საჭიროების შემთხვევაში,  შესამოწმებლად შეირჩევა სხვა დეკლარაცია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აისახება ოქმში.

6. ამ მუხლით დადგენილი წესით შერჩეული დეკლარაციების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის 5%-