საჯარო ღონისძიებაში ბავშვის მონაწილეობის ორგანიზატორის მიერ ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5012 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5912 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
[მუხლი 46
7
. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობა ან შესაბამისი ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა
1. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისთვის შეუტყობინებლობა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. შესაბამისი პირის მიერ „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ ანგარიშგებისა და მართვის სხვა წესების დარღვევა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3622 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024