1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და იმპორტირებული შესაბამისი საწვავის საბაჟო ღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის წარმოება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 30 000 ლარით და შესაბამისი წარმოებული საწვავის ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) თვითღირებულების 10-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის მიწოდება, რომლის ხარისხიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, –
გამოიწვევს სამართალდამრღვევი ფიზიკური ან იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 000 ლარით და შესაბამისი საწვავის ავტოგასამართ სადგურში/ნავთობპროდუქტების საცავში მიწოდებისთვის განთავსებული/განკუთვნილი ფაქტობრივი მოცულობის (ლიტრის) მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასის 5-ზე ნამრავლის ტოლი თანხის ოდენობით.
შენიშვნა:
1. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის საწვავის საბაჟო ღირებულება გულისხმობს საბაჟო დეკლარაციაში მითითებულ საქონლის ფასს.
2. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნისთვის საწვავის თვითღირებულება გულისხმობს თანხას, რომელიც საწვავის წარმოებისთვის დაიხარჯა.
3. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნისთვის საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული მიწოდების ფასი გულისხმობს ინსპექტირების პროცესში დაფიქსირებულ საწვავის სარეალიზაციო ფასს.
საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4798 – ვებგვერდი, 14.03.2016წ.
საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7057 – ვებგვერდი, 22.07.2020