ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2015
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016182
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/04/2015
matsne.gov.ge 1,459 სიტყვა · ~7 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2015 სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 15.10.2014 აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 10.08.2018 მარტვილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობისა და პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენისა და ცნობის გაცემის წესისა და ცნობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 05.06.2017 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უნიფიცირებული დოკუმენტების ტაბელის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 03.09.2014

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 2015 წლის 27 აპრილი დ.სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის,ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის,ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი დანართი №1 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის,ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესი თავი I   ზოგადი დებულებანი  მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1.ეს წესი ადგენს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის,ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების სამართლებრივ ურთიერთობებს. 2.გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები და ვალდებულებები 1.გამგებლის წარმომადგენლის ძირითადი ფუნქციები და ვალდებულებები განისაზღვრება თვითმმართველი ერთეულის გამგეობის დებულებით,ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.გამგებლის წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს ,რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი,ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის და ადგილზე არყოფნის შემთხვევაში)ასევე ზეპირი ფორმით. 3.გამგებლის წარმომადგენელი წინამდებარე დადგენილი წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტებს და სხვა აქტებს. 4.გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,გამგეობის დებულებით,ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. მუხლი 3🔗. გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობის პრინციპები გამგებლის წარმომადგენლის საქმიანობა ხორციელდება მიუკერძოებლობის,კანონიერების და პასუხისმგებლობის პრინციპების საფუძველზე. მუხლი 4🔗. გამგებლის წარმომადგენლის ფუნქციები 1. გამგებლის წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან,ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან. ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას: გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის; მუხლი 5🔗. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი და ხელმოწერა 1. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბეჭედი. 2. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე,რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე,რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება გამგებლის წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი,გამგებლის წარმომადგენლის მიმართვა, განმარტებითი წერილი, განმარტებითი წერილი და სხვა.შესრულებულ მოქმედებას გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არა აქვს იურიდიული ძალა. 3. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს ბეჭედი.აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის.ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ამის შესახებ. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე. თავი II უფლებამოსილებათა შესრულების ზოგადი დებულებები მუხლი 6🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტები 1.გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს ფაქტობრივ მდგომარეობას, თუ იგი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს. 2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში. 3.გამგებლის წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე /განმცხადებელი პირი, მოწმეები/ ფიზიკური პირის  პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი  უფლებამოსილი სამსახურების მიერ. 4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე. 5.გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს  აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი). 7. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში. 8. აქტში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. მუხლი 7🔗. საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემა 1. საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამგებლის წარმომადგენელი გასცემს ცნობებს ნოტარიუსის ან ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ან გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტის საფუძველზე. 2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი-შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თაარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით. 3. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა. 4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად. 5. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი და ან გადახაზული (გადაშლილი)  სიტყვები , წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება აგრეთვე ფანქრით შედგენილი დოკუმენტები. 6. თუ ამ წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების  გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან  საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას. მუხლი 8🔗. დოკუმენტების (აქტი,ცნობა)შედგენის ტექნიკური წესები 1. დოკუმენტები უნდა შედგეს მკაფიო და გამართული ენით ისე,რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება. 2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით(ხელნაწერი დოკუმენტი).ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი. 3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით(ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით)შედგენა. 4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. 5. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია. 6. საბუთები,რომელთა საფუძველზე შედგა აქტი დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს,რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში. 7. თუ გამგებლის წარმომადგენელთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან,დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც: ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული,ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული.ამასთანავე,ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული,რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა.ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული.ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე,რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე,ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე.დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა. ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული,აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა,ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი,ამ შემთხვევაში თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი,ხელმოწერილი,აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა. მუხლი 9🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტებისა და ცნობების ენა. 1. აქტი და ცნობა უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე.ამასთანავე,აქტის მონაწილის (მონაწილეების)მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას,გამგებლის წარმომადგენელი ოქმის შედგენას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. 2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ. 3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 10🔗. ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველ აქტზე ხელმოწერის წესი. 1.აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს აქტის ყველა მონაწილემ (მხარე,მოწმე,თარჯიმანი)გამგებლის წარმომადგენლის თანდასწრებით.ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს.სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით.აქტის ყველა მონაწილის მიერ ხელმოწერის შემდეგ აქტს  ხელს აწერს და შესაბამისი ბეჭდით ამოწმებს გამგებლის წარმომადგენელი.    თავი III გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემულ დოკუმენტაციათა რეესტრი მუხლი 11🔗. დოკუმენტაციათა რეესტრი 1. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აწარმოოს რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება შემოსული განცხადებები და მის მიერ შედგენილი ყველა დოკუმენტი 2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია: ა) შემოსული განცხადებების თარიღი(რიცხვი, თვე და წელი); ბ) დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი; გ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის,რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი. თავი IV ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები. მუხლი 12🔗. ცნობა საქონლის ადგილ წარმოშობის შესახებ. 1. ცნობა საქონლის ადგილ წარმოშობის შესახებ შესაძლებელია იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის  (მაგ;შინაური ცხოველები და ფრინველები) ასევე ნებისმიერი მოძრავი ქონების,ნივთების, გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. ცნობა გაიცემა  ფაქტობრივი მდგომარეობის  ამსახველი აქტის საფუძველზე. ცნობაში მიეთითება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სავარაუდო მაქსიმალური ოდენობა.მოქმედების ვადა განისაზღვრება 7 დღით. თავი V               ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი აქტები. მუხლი 13🔗. ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 1. ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე,შვილი,გერი და მასთან მუდმივად მცხოვრები პირი. 2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის მეორე თავის შესაბამისად.ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით. 3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით. მუხლი 14🔗. ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე. 1. ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გაიცემა იმ შემთხვევაში თუ პირი ცხოვრობს თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. 2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი,რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.სასურველია თუ დადგინდება თვე და რიცხვიც. 3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება,იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით. მუხლი 15🔗.  პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების შესახებ. 1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების მიზნით დაინტერესებულმა პირმა გამგებლის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს განცხადება და საგადასახადო ორგანოს მიერ მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის მიხედვით გაცემული ცნობა. 2. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ გამგებლის წარმომადგენელი უშუალოდ ესწრება მიწის ნაკვეთის ფართობის აზომვის პროცესს,რომელსაც ახორცელებს დაინტერესებული პირის დაკვეთით შესაბამისი კომპეტენციის მქონე უფლებამოსილი პირი. 3. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე(მომიჯნავე)ნაკვეთების მესაკუთრეთა (მფლობელთა) ამ წესის შესაბამისად მიცემული წრილობითი დასტური,პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების თაობაზე. 4. ზემო აღნიშნული დოკუმენტაცია იკერება ერთ წარმოებად და ინახება გამგებლის წარმომადგენლის რეესტრში,ხოლო დაინტერესებულ პირს გადაეცემა აზომვით ნახაზზე გამგებლის წარმომადგენლის მიერ შესრულებული ჩანაწერი,სადაც დასტურდება აზომილი მიწის ნაკვეთისა და ნახაზის იდენტურობა.ჩანაწერს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და მოწმდება ბეჭდით. 5. მესამე პირის მიერ სადავო ნივთის (უძრავი ქონების)მიმართ შეცილების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი წყვეტს საქმის წარმოებას