ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016222
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/05/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2015 წლის 15 მაისი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №48 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის№48 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის  საჯარო მოსამსახურეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო   მოთხოვნების   დადგენის   შესახებ“( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,  ვებგვერდი, 21.11.2014 წ.).
1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,5 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს, გარდა ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგადი მოთხოვნებისა,   დამატებით მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის დიპლომი ან დაუმთავრებელი უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);

ბ) სასურველია  მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს (დებულების) რეგლამენტის ცოდნა

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა;

2. დადგენილებით  დამტკიცებულ  №2 დანართის მე-2 მუხლს დაემატოს  51-ე-67-ე  პუნქტები და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,51.  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში   მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი   გამოცდილება  (სასურველია შესაბამის სფეროში; 

გ)   საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის      დებულების ცოდნა;

 52. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ადმინისტრაციული  სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილების უფროს სპეციალისტს  საქმისწარმოების საკითხებში მოეთხოვება:

ა) საშუალო   განათლება  (სასურველია უმაღლესი განათლება;

ბ)   საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;

გ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების ცოდნა;

დ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების ცოდნა;

53. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული  განყოფილების  წამყვან სპეციალისტს  იურიდიულ საკითხებში მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია სამართალმცოდნე);

ბ)  მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი   გამოცდილება;

გ) სასამართლო დავებში მონაწილეობის   გამოცდილება;

დ)   საოფისე კომპიუტერული პროგრამები Microsoft Office Word, Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების ცოდნა;

ვ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების ცოდნა;

ზ) საქართველოს კანონის ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ ცოდნა.

თ) საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსი“-ს ცოდნა.

54. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების წამყვან სპეციალისტს წარმომადგენლებთან კოორდინაციის საკითხებში მოეთხოვება:

 ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ  1 წლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის      დებულების ცოდნა.

55. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული  სამსახურის წარმომადგენლებთან    

კოორდინაციის განყოფილების უფროს  სპეციალისტებს  ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეთხოვებათ:

ა) საშუალო   განათლება  (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების ცოდნა;

დ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის   დებულების ცოდნა.

56.  ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის    გამგეობის   შიდა  აუდიტისა  და  მონიტორინგის  სამსახურის  უფროს  სპეციალისტს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საკითხებში მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში);

გ) საოფისე  კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ის კარგ დონეზე ცოდნა;

დ) ხარაგაულის     მუნიციპალიტეტის     გამგეობის      სტრუქტურული        ერთეულების     (სამსახურების) დებულებების ცოდნა:

ე) ,,სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) ,,ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი ორგანიზაციების  ბუღალტრული  აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების   თაობაზე“  საქართველოს  ფინანსთა   მინისტრის   2007 წლის 28 დეკემბრის   N 1321 ბრძანების ცოდნა.

57.  ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის  საფინანსო  სახაზინო განყოფილების უფროს სპეციალისტს სახაზინო და საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხებში მოეთხოვება:

ა) საშუალო ან სპეციალური განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ) სასურველია მუშაობის გამოცდილება  შესაბამის სფეროში;

გ) er–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის დებულების ცოდნა;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა;

ზ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების   თაობაზე“  საქართველოს  ფინანსთა   მინისტრის   2007 წლის 28 დეკემბრის   №1321 ბრძანების ცოდნა.

თ) ,,სახელმწიფო  ბიუჯეტით  გამოყოფილი  ასიგნებების  საბიუჯეტო  კლასიფიკაციის  მუხლებსა  და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

58. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და დაგეგმარების განყოფილების მთავარ  სპეციალისტს  საბუღალტრო საკითხებში მოეთხოვება:

ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი  გამოცდილება (სასურველია შესაბამის სფეროში);

გ) საოფისე  კომპიუტერული   პროგრამების  Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Internet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის დებულების ცოდნა;

ვ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა;

ზ) ,,ბიუჯეტების  დაფინანსებაზე  მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“  ინსტრუქციის დამტკიცების   თაობაზე“  საქართველოს  ფინანსთა   მინისტრის   2007 წლის 28  დეკემბრის   №1321 ბრძანების ცოდნა;

 თ) ,,სახელმწიფო  ბიუჯეტით  გამოყოფილი  ასიგნებების  საბიუჯეტო  კლასიფიკაციის  მუხლებსა  და   კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

59.   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   ეკონომიკისა  და  ქონების  მართვის   სამსახურის წამყვან სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში მოეთხოვება:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი  გამოცდილება;

გ)   საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის   სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე)  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახურის   დებულების ცოდნა;

60.   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   ეკონომიკისა  და  ქონების  მართვის   სამსახურის მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის  განყოფილების წამყვან სპეციალისტს მუნიციპალური ქონებისა და მართვის სფეროში მოეთხოვება:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ  1-წლიანი  გამოცდილება

გ) საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის  სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ეკონომიკისა  და ქონების  მართვის  სამსახურის  დებულების ცოდნა;

ვ) ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ზ) ,,კანონიერი   მოსარგებლეებისათვის    გადასაცემი   არაპრივატიზებული   საცხოვრებელი   და არასაცხოვრებელი    (იზოლირებული   და   არაიზოლირებული)   ფართობის   ადგილობრივი თვითმმართველობის   აღმასრულებელი  ორგანოების  მიერ კანონიერი  მოსარგებლეებისათვის   უსასყიდლოდ საკუთრებაში  გადაცემის წესის  დამტკიცების  შესახებ’  საქართველოს  მთავრობის  2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილების ცოდნა.

61.   ხარაგაულის    მუნიციპალიტეტის     გამგეობის   ინფრასტრუქტურისა   და  კეთილმოწყობის   სამსახურის  უფროს   სპეციალისტს კეთილმოწყობისა და  დასუფთავების საკითხებში  მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ)   საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

დ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა  და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) ,, სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

62.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების მთავარ  სპეციალისტს  ინფრასტრუქტურის საკითხებში  მოეთხოვება:

ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი  გამოცდილება;

გ) საოფისე   კომპიუტერული პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე)  ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურისა და   კეთილმოწყობის    სამსახურის დებულების ცოდნა;

ვ) ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ზ) ,, სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

63.    ხარაგაულის    მუნიციპალიტეტის   გამგეობის    ინფრასტრუქტურისა   და  კეთილმოწყობის   სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების  სპეციალისტს  ინფრასტრუქტურის საკითხებში მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ)   საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის   სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

დ)   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   ინფრასტრუქტურისა    და   კეთილმოწყობის    სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) ,,საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) ,, სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

64. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  გამგეობის  ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახურის არქიტექტურულ სამშენებლო განყოფილების უფროს  სპეციალისტს არქიტექტურულ სამშენებლო საკითხებში მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, Internet Explorer–ისკარგ დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

დ)   ხარაგაულის    მუნიციპალიტეტის    გამგეობის    ზედამხედველობისა    და   არქიტექტურის     სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) ,,მშენებლობის  უსაფრთხოების წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა;

ვ) ,,მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესისა  და სანებართვო პირობების შესახებ: საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა.

65.ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის  კულტურის,  განათლების,  სპორტისა  და ახალგაზრდობის სამსახურის   სპეციალისტს ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში  მოეთხოვება:

ა) საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ)   საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის   სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

დ)  ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის  კულტურის,  განათლების,  სპორტისა  და  ახალგაზრდობის სამსახურის  დებულების ცოდნა;

ე)  ,,ბავშვთა   და  ახალგაზრდული   კავშირების   სახელმწიფოებრივი   მხარდაჭერის   შესახებ“   საქართველოს კანონის ცოდნა.

66.   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  სამსახურის მთავარ  სპეციალისტს მობილიზაციის  საკითხებში  მოეთხოვება:

ა) უმაღლესი  განათლება ;

ბ) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი  გამოცდილება;

გ)   საოფისე   კომპიუტერული    პროგრამების   Microsoft  Office   Word,   Internet   Explorer–ის   სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

ე) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის   სამსახურის დებულების ცოდნა;

ვ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ზ) ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა.

67.   ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გამგეობის   სამხედრო  აღრიცხვისა  და  გაწვევის  სამსახურის უფროს  სპეციალისტს სამხედრო გაწვევის  საკითხებში  მოეთხოვება

ა) საშუალო განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);

ბ) საოფისე  კომპიუტერული  პროგრამების Microsoft Office Word, ternet Explorer–ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

გ)  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის   დებულების ცოდნა;

დ) ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  სამხედრო  აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახურის დებულების ცოდნა;

ე) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა;

ვ) ,,სამხედრო   სავალდებულო   სამსახურის   გადავადების   მოსაკრებლის   შესახებ“  საქართველოს  კანონის ცოდნა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე