საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო-ტექნოლოგიური თანამშრომლობა ხორციელდება:
ა) სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრამების (პროექტების) შესრულებით და სამეცნიერო-ტექნოლოგიებითა და დამუშავებათა განხორციელებით, ერთობლივი სამეცნიერო ჯგუფების სამეცნიერო ინფორმაციითა და სამეცნიერო მოწყობილობით ერთობლივი სარგებლობის ცენტრებისა და სხვა ურთიერთმისაღები ფორმის ორგანიზაციების შექმნით;
ბ) სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის გაცვლით და საერთაშორისო ან უცხო ქვეყნების ფონდების რესურსებისა და მონაცემების ბაზების გამოყენებით;
გ) საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისი სამეცნიერო კონგრესების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, კოლოკვიუმების მოწყობით;
დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2469 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.410
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3029 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №351 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3837 – ვებგვერდი, 15.12.2023