„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 101 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დაწესებულების საქმიანობის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. თუ დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს არ ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, დაწესებულების წესდება მტკიცდება მასთან შეთანხმებით.“.
2. 151 მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებათა ხარჯზე სამეცნიერო კვლევების საგრანტო სისტემით, კონკურსის წესით დასაფინანსებლად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანხმობით აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სამეცნიერო ფონდებს (შემდგომ – სამეცნიერო ფონდი).
2. სამეცნიერო ფონდის საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესდებით. სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გაწეული მომსახურებისთვის შესაძლებელია დაწესდეს მომსახურების საფასური, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.“.
3. 23-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მეცნიერების, სამეცნიერო-ტექნიკური კადრების, სტუდენტების გაცვლის გზით სპეციალისტების ერთობლივი მომზადებითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 30 ნოემბერი 2023 წ. N3837-XIIIმს-Xმპ |