„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3899-რს
სარეგისტრაციო კოდი
440000000.05.001.017815
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 102 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი.“.

2. 103 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი

1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და რომელიც აკმაყოფილებს დაწესებულების წესდებით დადგენილ პირობებს.  დაწესებულების დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.

3. დაწესებულების დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის წესით თანამდებობაზე ირჩევს დაწესებულების სამეცნიერო საბჭო. დაწესებულების დირექტორს დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

4. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი, დირექტორის უფლება-მოვალეობები და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

5. ამ მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.“.

3. 105 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 105. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლი

დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო მმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის ამოქმედება იწვევს ამ კანონის ამოქმედებამდე „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 103 მუხლის შესაბამისად დანიშნული დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას დანიშვნიდან 5 წლის გასვლისთანავე, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით, რომლითაც, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოს მიერ დაწესებულების წესდებით დადგენილ ვადაში ახალი დირექტორის არჩევამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით, დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება მოქმედ დირექტორს.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების კონტროლის განმახორციელებელმა სახელმწიფო ორგანომ/საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

3 ივლისი 2015 წ.

N3899-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2015.
როდის იქნა მიღებული „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3899-რს. სარეგისტრაციო კოდი — 440000000.05.001.017815.
რამდენი მუხლისგან შედგება „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3899-რს, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 440000000.05.001.017815 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2898113/