„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21-22, მუხ. 481) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. 103 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. დაწესებულების დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარებამდე დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“.
2. 151 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის და სამეცნიერო ფონდის დირექტორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 3 ნოემბერი.
№1915–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.11.2009.
- როდის იქნა მიღებული „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.11.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1915. სარეგისტრაციო კოდი — 440.050.000.05.001.003.675.
- სად არის „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.11.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე, №1915, 03.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 440.050.000.05.001.003.675 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90232/