„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1356-Vმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
440000000.05.001.103006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2026
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21−22, მუხ. 481) 10​3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 103. დაწესებულების დირექტორი

1. დაწესებულებას წარმოადგენს დაწესებულების დირექტორი.

2. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. დაწესებულების დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. პირი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება დაინიშნოს.

4. დაწესებულების დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

5. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ან დაწესებულების წესდებით (დებულებით) გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6. დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელს უფლება აქვს, დანიშნოს დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

7. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს, დაწესებულების სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურების საფასური. დაწესებულების დირექტორის სხვა უფლებები და მისი მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით.

8. ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებაზე.“.

მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში შესაბამისმა უწყებებმა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

4 თებერვალი 2026 წ.

N1356-Vმს-XIმპ