1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს, დადგენილი წესით, შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში, საბჭოში ან სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.
2. საბჭოში გასაჩივრებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესით“.
3. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობი