1. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსს ცვლის სააგენტო შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკურსს ან/და ხელშეკრულებას არასწორად მიანიჭებს სტატუსს ან/და კონკურსისთვის მინიჭებული სტატუსის შეცვლა გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.
2. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებულ სტატუსის შეცვლის წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლი