1. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.

2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდ