1. საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ კანონით განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება ათი სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელი