1. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ბ) შესასყიდი მომსახურების მოცულობასა და სრულ აღწერას, მისი გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;

გ) ხელშეკრულების იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინასწარ არის ცნობილი, აგრეთვე მითითებას ხელშეკრულების ფორმასა და ხელშეკრულების შესრულების გარანტიაზე (მისი არსებობის შემთხვევაში);

დ) დათქმას, საჭიროა თუ არა საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, ასევე, ასეთ შემთხვევაში, მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული საკონკურსო წინადადების ფასი, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც;

ე) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;

ვ) საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს. შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. ხარისხის შეფასების თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა. ამასთან, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს;

ზ) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) საკონკურსო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.

2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების (ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი დოკუმენტები – სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური ან/და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.) წარმოდგენის მოთხოვნას, რაც შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა დაასაბუთო