1. კონკურსისთვის სტატუსის „შესყიდვა გამოცხადებულია“ მინიჭებიდან სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 24 საათისა, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, შემსყიდველ ორგანიზაციას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების განმარტება/დაზუსტება. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კითხვის დასმიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს 2 საათისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
2. კონკურსში სისტემის მეშვეობით გამოვლენილ საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობა ასევე შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, გააკეთოს შესაბამისი განმარტება/დაზუსტება გონივრულ ვადაში, კონკურსში ხელშეკრულების დადებამდ