1. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი და მისი საკონკურსო წინადადება.
2. პრეტენდენტების მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დაწესდეს მათი პროფესიული კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და საქმიანობის სხვა საჭირო საკითხებთან დაკავშირებით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები:
ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას;
გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას;
დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს;
ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს ხუთი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმ