1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) იგი უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე;

ბ) მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;

გ) იგი, დადგენილ ვადაში, არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას;

დ) იგი არ წარმოადგენს საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ე) იგი არ წარადგენს ან, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, არ დააზუსტებს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშებას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);

ვ) იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;

ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.

2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავ