ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.05.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016150
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 734 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ დიპლომი   ------------------------------------------------             სახელი, გვარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის --------------------- №---- ბრძანებით  წელი, თვე, რიცხვი, მიენიჭა ,,ხარაგაულის საპატიო მოქალაქის” წოდება და გადაეცა მედალი №----    ხარაგაული მუნიციპალიტეტის გამგებელი                  (ხელმოწერა, ბეჭედი)       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე       (ხელმოწერა, ბეჭედი) 95% 06.10.2014 „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების (ჩამორთმევის) წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 21.02.2020 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.03.2018 „წყალტუბოს საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.09.2014 „საპატიო ხულოელის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 16.07.2015

დოკუმენტის ტექსტი

ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2015 წლის 29 მაისი ქ. ბაღდათი ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი (თან ერთვის). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“  წოდების მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს. 2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“  წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ. 3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პიროვნებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ბაღდათელთა ყველა თაობისათვის. 4. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე, ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა. 5. ბაღდათის საპატიო მოქალაქის მინიჭება ხორციელდება პიროვნების თანხმობის შემთხვევაში. 6. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. პიროვნებას უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მუხლი 2🔗. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმოდგენა 1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმოდგენის უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს; ბ) სპორტულ კავშირებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს; გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. 2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები კანდიდატურას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას , რასაც წერილობითი სახით თან უნდა დაერთოს: ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება; ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; დ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი  ფოტოსურათი. მუხლი 3🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია 1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე დასახელებული კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული პატივგების კომისია, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ქმნის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული შეიძლება იქნას საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები. მუხლი 4🔗. პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა 1.პატივგების კომისია: ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, რაიონის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ამსახველ მასალებს; ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს  სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული დაა ფიზიკური პირებიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად: გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას  და რეკომენდაციას აძლევს გამგებელს კანდიდატურისათვის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე. მუხლი 5🔗. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება 1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობასთან არსებული პატივგების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. 2 „ბაღდათის საპატიო მოქალაქეს“ ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა საპატიო მოქალაქის მოწმობა (დიპლომი) და მედალი. 3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება, მოწმობის (დიპლომის) და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ დღესასწაულზე „ბაღდათობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით. 4. ბაღდათის საპატიო მოქალაქეს წოდების მინიჭების დღეს, შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო. 5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას (დიპლომს) და მედალს გადასცემს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი. 6. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 6🔗. ბაღდათის საპატიო მოქალაქის უფლებები 1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქე ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობენ ბაღდათში მცხოვრები მოქალაქეები. 2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქეს“ აქვს სრული უფლებამოსილება: ა) გაერთიანდნენ და დამოუკიდებლად შექმნან ბაღდათის საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ბ) მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში; გ) ჩაერთონ ბაღდათის მუნიციპალიტეტის  წარმომადგენლობით დელეგაციებში; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ბაღდათლების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე. მუხლი 7🔗. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგენილების საფუძველზე.