საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1072
2015 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 274 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის (სარადარო ანტენების განთავსება) განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ხეთის სატყეოს კვარტალ №2-ის ლიტერ №4-ში არსებულ 400 კვ.მ მიწის ფართობზე, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას განესაზღვროს 49 (ორმოცდაცხრა) წლით.
2. სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის, საკომპენსაციო ღონისძიების სახით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის კოლხეთის სატყეო უბნის ჭურიის სატყეოს №5 კვარტალის №8 ლიტერში, სპეციალური დანიშნულებით სარგებლობას დაქვემდებარებულ ტოლფას ფართობზე (400 კვ.მ) 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე უზრუნველყოს ტყის აღდგენის ღონისძიება − ტყის კულტურების გაშენება.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 27.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1072. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019183.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ“, №1072, 27.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019183 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2859168/