მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.06.2015 ძალადაკარგული 07.08.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.109.016159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2015 წლის 1 ივნისი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
  საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების  შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა  და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 3
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი №1

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები


თანამდებობათა დასახელება

თანამდებობათა სარგოები (ლარებში)

 

მთავარი საჯარო თანამდებობა

 

1

გამგებელი

2650

2

გამგებლის პირველი მოადგილე

2120

3

გამგებლის მოადგილე

1870

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

 

 

4

სამსახურის უფროსი

1250

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

 

5

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

980

6

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

1010

7

გამგებლის თანაშემწე

980

8

მთავარი სპეციალისტი

700

 

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 

9

წამყვანი სპეციალისტი

660

10

უფროსი სპეციალისტი

500

11

სპეციალისტი

400