მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2015 წლის 1 ივნისი ქ. მარტვილი |
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობა (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 სექტემბრის №35 დადგენილება.
მუხლი 3🔗
1.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.2.
დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია
დანართი №1№
თანამდებობათა დასახელება თანამდებობათა სარგოები (ლარებში) მთავარი საჯარო თანამდებობა1
გამგებელი 26502
გამგებლის პირველი მოადგილე 21203
გამგებლის მოადგილე 1870 წამყვანი საჯარო თანამდებობა4
სამსახურის უფროსი 1250 უფროსი საჯარო თანამდებობა5
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი980
6
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი 10107
გამგებლის თანაშემწე980
8
მთავარი სპეციალისტი700
უმცროსი საჯარო თანამდებობა9
წამყვანი სპეციალისტი660
10
უფროსი სპეციალისტი500
11
სპეციალისტი400