(შეტყობინება 2014 წლის შედეგების მიხედვით სს "თელასისი" ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გადახდის შესახებ)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
2014 წლის შედეგების მიხედვით სს „თელასის“ ჩვეულებრივ აქციებზე დივიდენდების გადახდის შესახებ
2015 წლის 22 მაისის აქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება დივიდენდების გადახდის შესახებ.
აქციონერთა კრების გადაწყვეტილების თანახმად:
დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი: 02.06.2015წ.
დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღი: 18.06.2015წ.
აქციონერები დივიდენდების მიღების უფლებას ამოწმებენ სს „თელასის” რეგისტრატორთან – სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. მოსაშვილის ქ. №11, მე-7 სართული. ტელ. 222 53 51; 225 15 60
დივიდენდების გადახდა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, აქციონერების მიერ მიწოდებულ საბანკო რეკვიზიტებზე.
დივიდენდების მისაღებად აქციონერებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკემენტები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი;
- აქციების ფლობის დადასტურება (ამონაწერი სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორის” რეესტრიდან);
- საბანკო რეკვიზიტები (ბანკის სახელწოდება, ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი, ვალუტა და მიმღების დასახელება).
ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხზე დახმარებას გაგიწევენ კორპორაციული ურთიერთობების სამსახურის თანამშრომლები სს „თელასის“ სათაო ოფისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვანის ქ.3. ტელ: +995 32 277 99 99 (7768), +995 32 277 99 99 (7579).
სს „თელასის“
გენერალური დირექტორი ს.კობცევი