საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2015
ძალაში შესვლა 17.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №273
სარეგისტრაციო კოდი 450140000.10.003.018658
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/06/2015
matsne.gov.ge 736 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2015 მიღება
17.06.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
N ღონისძიებათა  დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო სიგნალის გავრცელების ჩრდილოვან ზონებში აღმოჩენილი დასახლებული პუნქტების ციფრული მაუწყებლობით უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 77% 11.12.2015 ღია საეთერო მულტიპლექსპლატფორმებთან მაუწყებელთა დაშვების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 70% 30.06.2016 სამაუწყებლო ბადეში პროგრამების არასახელმწიფო ენაზე განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება 67% 31.10.2016 ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების II ეტაპის მოწონების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 67% 18.05.2016 ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შესაბამისი აღჭურვილობით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 63% 18.05.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 2015 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკი თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და რადიოსიხშირული რესურსის მფლობელ პირებს ეთხოვოთ, რომ განახორციელონ საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივი გათიშვის გრაფიკის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები. 3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე მოქმედი ანალოგური მიკრორეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვა განხორციელდეს მათ სანაცვლოდ ციფრულ სამაუწყებლო ზონებში გამოყენებულ სიხშირეებზე ან განსხვავებულ სიხშირეებზე ციფრული მიკრორეტრანსლატორების ამოქმედების შემდგომ. 4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2015 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გათიშვის გრაფიკი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისს.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი დანართი საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გეგმა N ღონისძიებათა  დასახელება ღონისძიებათა შესრულების ვადა 1 თბილისში,  საგარეჯოში, კოჯორში, მარნეულში, რუსთავში  მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების  გათიშვა. ასევე, გარდაბანის, მარნეულის, საგარეჯოს,  მცხეთის და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 01.07.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 08.07.15-მდე; 2 გორში, ბეკამში, დუშეთში, ხაშურში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 09.07.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.07.15-მდე; 3 ქუთაისში, ტყიბულში, ცაგერში, ფოთში, ჩოხატაურში,   ოზურგეთში, ზესტაფონში,  მარტვილში, სამტრედიაში ხონში, სენაკში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე აბაშის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, მარტვილის, ოზურგეთის, სამტრედიის, სენაკის, ტყიბულის, ქობულეთის, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ხობის და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 18.07.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 29.07.15-მდე; 4 ბათუმში, ხულოში, ქედაში, შუახევში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ლანჩხუთის, ოზურგეთის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის, ხობის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 30.07.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 05.08.15-მდე; 5 ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ჯვარში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო მაუწყებლობის გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 06.08.15-10​00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 17.08.15-მდე; 6 ბორჯომში, ბაკურიანში, აბასთუმანში, ახალციხეში, ასპინძაში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 18.08.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 24.08.15-მდე; 7 დმანისში, ბოლნისში, წალკაში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10​00 სთ, დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე; 8 ყაზბეგში,  თიანეთში, ონში, ამბროლაურში,  ლენტეხში, მესტიაში, ჭიათურაში, საჩხერეში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ამბროლაურის, თიანეთის, ლენტეხის, მესტიის, ონის, საჩხერის, ყაზბეგის, ჭიათურის და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10​00 სთ. დასრულებული  ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე; 9 ცივის მთაზე, სიღნაღში, ყვარელში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, გურჯაანში, თელავში მოქმედი მიწისზედა ანალოგური საეთერო სატელევიზიო  გადამცემი სადგურების   გათიშვა. აგრეთვე ახმეტის, გურჯაანის, დედოფლის წყაროს, თელავის, თიანეთის, ლაგოდეხის, საგარეჯოს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული იმ ანალოგური სატელევიზიო გადამცემების გათიშვა, რომლებიც მოქმედი ციფრული გადამცემების მიმართ ქმნიან რადიოხელშეშლებს. ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის თარიღი 25.08.15-10​00 სთ, დასრულებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელების ფუნქციონირების ტექნიკური მონიტორინგი 31.08.15-მდე.