„ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 7 მაისის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №291 |
|
2015 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანთა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
საქართველოს სახალხო დამცველი;
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის №123 საჯარო სკოლის დირექტორი.“.
|