„სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№95
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.019159
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №95

2016 წლის 26 თებერვალი

 ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 მაისის №316 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/05/2014, 010220030.10.003.017933) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების, უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნას სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში − საბჭო)  შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი (საბჭოს თავმჯდომარე);

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (საბჭოს თანათავმჯდომარე);

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს მდივანი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − დანაშაულის  პრევენციის  ცენტრის დირექტორი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენელი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორი;

სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი;

საქართველოს სახალხო დამცველი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი