„ნარჩენების მართვის კოდექსი" საქართველოს კანონის მიზნებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.06.2015
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016127
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2015
matsne.gov.ge 321 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. ნინოწმინდა ქალაქის ცენტრალური ბაღი
ს. განძა ვ. ტერიანის სახლ–მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 14.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 15.06.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 06.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 05.06.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 23.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

„ნარჩენების მართვის კოდექსი" საქართველოს კანონის მიზნებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №19 2015 წლის 26 ივნისი ქ. ნინოწმინდა „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის  24-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და  „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის  31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დანართი №1-ის შესაბამისად. 2. განისაზღვროს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „ნარჩენების მართვის კოდექსი“  საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას დანართი № 2-ის შესაბამისად. 3.  „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის  31-ე მუხლის მე–2 ნაწილის, 33–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 34–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა  ვრცელდება მუნიციპალიტეტის  მთელ ტერიტორიაზე.   მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი №1 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა.  ტამბოვკის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა ფარავანის  ტბის სანაპიროსი). ფოკის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა ფარავანის  ტბის მიმდებარე ტერიტორიისა); განძის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა საღამოს ტბის მიმდებარე ტერიტორიისა). სათხის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა სათხა–არაქალის ცენტრალური გზისა და ნინოწმინდა–ოროჯალარის ცენტრალური გზისა). ჰეშტიის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა ნინოწმინდა–ჰეშტია–თორიის ცენტრალური გზისა). ჯიგრაშენის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა ჯიგრაშენის ცენტრალური გზისა). გონდრიოს ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა ნინოწმინდა–მამწვარა–დილიფის ცენტრალური გზისა). ხანჩალის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა ნინოწმინდა–ხანჩალის ცენტრალური გზისა და ხანჩალის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა). გორელოვკის ადმინისტრაციული  ერთეული (გარდა მადათაფის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა). დანართი №2 ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს „ნარჩენების მართვის კოდექსი’’  საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას ქ. ნინოწმინდა ქალაქის ცენტრალური ბაღი ჰაოს–ქართლოსის ბაღი გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია ს. განძა ვ. ტერიანის სახლ–მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია