სს "ბიზნესცენტრი სოფმშენი" განცხადება - არაგეგმიური კრების განმეორებით მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ბიზნესცენტრ სოფმშენის“ (ს/კ 204 854 014)

განცხადება

(აქციონერთა არაგეგმური კრების განმეორებით მოწვევის შესახებ)

 

                                    ქ. თბილისი                                                    29 ივნისი, 2015 წ.

 

საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, ჯამურად 29,13% ხმების მქონე აქციონერების ვახტანგ ლომაიასა და ბიჭიკო წერეთლის მხრიდან, საზოგადოების ადგილსამყოფლის მისამართზე (ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №45, სართული 9) 2015 წლის 20 ივლისს, 12:00 საათზე მოიწვევა საზოგადოების არაგეგმური განმეორებითი კრება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 91.2 მუხლის თანახმად, ბეჭდვით ორგანოში განცხადებით, იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით:

1. სს „ბიზნესცენტრ სოფმშენის“ დირექტორის და ბუღალტრის წლიური ანგარიშის მოსმენა (2014 წლის შესახებ).

2. სს „ბიზნესცენტრ სოფმშენის“ დირექტორის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის წარმოდგენა და კრებაზე დამტკიცება.

3. სს „ბიზნესცენტრ სოფმშენშის“ 2015 წლისთვის საშტატო ერთეულებისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება.

4. 2015 წლისთვის კომპანიის ხარჯვითი ნაწილის შემცირების თაობაზე.

5. სს „ბიზნესცენტრ სოფმშენშის“ თანამშრომლებზე პრემიების გაცემის (პრემირების) წესის შემუშავებისა და დამტკიცების თაობაზე.

6. სს „სოფმშენის“ მიერ ჩატარებული წლიური აუდიტის დასკვნის მოსმენა და განხილვა.

 

კრების მომწვევი აქციონერების ხელმოწერა:

ვახტანგ ლომაია

ბიჭიკო წერეთელი