ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2015
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.144.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.06.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე არდემანაშვილი | ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N22
2015 წლის 26 ივნისი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად (თან ერთვის დანართი №1-4 ფურცლად).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი
დამტკიცებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2015 წლის ივნისის № დადგენილებით
დანართი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ელექტრონული საქმისწარმოების წესი (შემდგომში-წესი) არეგულირებს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულოს) „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოების განხორციელების პირობებს.
2. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული დოკუმენტბრუნვის პროგრამით, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა“.
3. საკრებულოში ელექტრონული საქმისწარმოების სრულ დანერგვამდე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემისა და მოქმედი კანონმდებლობის გარდა, გამოიყენება ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ნოემბრის №49 დადგენილება ,,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ .
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა - ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის სისტემა, რომლის მონაწილეთა შორის არსებული ურთიერთობები რეგულირდება ამ წესითა და სხვა ნორმატიული აქტებით;
2. ავტორიზაცია - საკრებულოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამშრომლის რეგისტრაციის შედეგად მიღებული „მომხმარებლის სახელისა“ და „პაროლის“ მეშვეობით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში შესვლა, რომლითაც საკრებულოს თანამშრომელი ადასტურებს საკუთარ ვინაობას და ახორციელებს ელექტრონულ დოკუმენტზე ხელმოწერას;
3. ციფრული ხელმოწერა – „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ხელმოწერა;
4. ელექტრონული დოკუმენტი - ელექტრონული, ოპტიკური ან სხვა მსგავსი საშუალების გამოყენებით შექმნილი, გაგზავნილი, მიღებული ან/და შენახული წერილობითი ინფორმაცია.
5. განცხადება - დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა;
6. სამართლებრივი აქტი - საკრებულოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით გამოცემული სამართლებრივი აქტი.
7. დაინტერესებული მხარე - ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია სამართლებრივი აქტი, აგრეთვე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სამართლებრივი აქტი, ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.
8. პირადი გვერდი – განმცხადებლის ინდივიდუალური გვერდი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში, სადაც ფიქსირდება მისი დოკუმენტბრუნვა სამსახურთან.
მუხლი 3🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და განცხადების წარდგენა
1. საკრებულოს მიერ ელექტრონული საშუალებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყება შესაძლებელია საკრებულოში წარდგენილი დაინტერესებული პირის განცხადებით (შემდგომში–განმცხადებელი) ან/და საკრებულოს ინიციატივით;
2. საკრებულოში განცხადების წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის ელექტრონულ საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს განცხადების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განთავსებას, ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში;
3. განცხადება მოწმდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ნამდვილობაზე ან/და ორიგინალთან მათ შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს;
5. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საკრებულოს შესაბამის სამსახურებს განცხადება და თანდართული დოკუმენტები არ გადაეგზავნება, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს განცხადებაზე მიბმული ყველა სავალდებულო ველის შევსებას, რაც გულისხმობს საკითხის განხილვისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის ან/და ინფორმაციის მიწოდებას.
6. თუ განმცხადებელი საკრებულოს არ წარუდგენს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, ან ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, საკრებულო განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დამატებითი დოკუმენტის ან /და ინფორმაციის წარდგენისათვის. ვადის ამოწურვის შემთხვევაში საკრებულო მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
განცხადების განხილვა და სამართლებრივი აქტის გამოცემა
1. განცხადების განხილვა, დოკუმენტის ვიზირება, სამართლებრივი აქტის გამოცემა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით . დოკუმეტის ვიზირება შესაძლებელია განხორცილდეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მიმოწერის საშუალებით.
2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტი ან/და სხვა ელექტრონული დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში შედის დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობისთანავე (გადაცემა).
4. სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება განმცხადებლისთვის მისი გაცნობა ან შესაბამისი აქტის გადაცემა.
5. დაინტერესებული მხარისათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით გამოცემული სამართლებრივი აქტის ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება სამართლებრივი აქტის ელექტრონული ან/და მატერიალური საშუალებით პირველივე გაცნობა.
6. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით შექმნილი დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა შესაძლებელია მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში გადამოწმების ან/და დაშიფრული კოდის სპეციალური წამკითხველის მეშვეობით.
7. განცხადების, სამართლებრივი აქტის ნომერი და თარიღი განისაზღვრება ავტომატურ რეჟიმში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
მუხლი 5🔗.
დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული მხარის მონაწილეობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.
მუხლი 6🔗.
განცხადების განხილვის ვადები
განცხადების განხილვის ვადის დინება აითვლება მისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში განთავსების/ატვირთვის შემდგომი დღიდან. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის საშუალებით კანონმდებლობით დადგენილი ვადების ათვლისას საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე და დასვენების დღეები არ იანგარიშება.